ფიალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფიალა - ღვინის სასმისი. სხვადასხვა ზომისა. აქვს მრგვალი ძირი, პირი ოდნავ გადაშლილი და ფრიალა. ფიალა და თასი ერთი ფუნქციის მატარებელი სასმისებია. თითბრის ფიალები შემკულია მდიდრულად. ამოკაწრულ-ამოღარულია ნადიმის სცენები და მრავალსიუჟეტიანი ორნამენტები. ფიალა მზადდება ოქროს, ვერცხლის, თიხისა და ხისაგან.