ფენოლფორმალდეჰიდური ფისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფენოლფორმალდეჰიდური ფისისინთეზური ფისი, ფენოლის (H%l5%lC%l6%l–OH) ფორმალდეჰიდთან (H%l2%lCO) პოლიკონდენსაციის პროდუქტი. პოლიკონდენსაციის პირობებზე დამოკიდებულებით წარმოიქმნება თერმორეაქტიული ან თერმოპლასტიკური ფისი, რომელთა გამყარება ხდება შემდგომი გადამუშავებით. თერმოპლასტიკური ფისი მყარი, მყიფე, გამჭვირვალე ნივთიერებაა. დნობის ტემპერატურა – 100-120°C. კარგად იხსნება აცეტონში, ეთილის სპირტში. მყარდება გაცხელებით უროტროპინის თანხლებით (უფრო სწრაფად ვიდრე თერმორეაქტიული ფისი). გამოიყენება დასაწნეხი ფხვნილების დასამზადებლად.

თერმორეაქტიული (რეზოლური) ფისი მიიღება ფენოლის პოლიკონდესაციით ფორმალდეჰიდის ჭარბ რაოდენობასთან ტუტე გარემოში. მისი სამი ფორმა არსებობს: სტადია A (რეზოლი) – გაცხელებისას დნება და გადადის ბლანტდენად მდგომარეობაში; სტადია B (რეზიტოლი) – მიიღება რეზოლისგან 90-100°C ტემპერატურაზე გაცხელებით და იმყოფება ბლანტელასტიკურ მდგომარეობაში. გამხსნელებში არ იხსნება, იჯირჯვება; სტადია C (რეზიტი) – მიიღება რეზოლისგან 150-160°C ტემპერატურაზე გაცხელებით. 300°C ტემპერატურაზე ნახშირდება მექანიკურად მყარი კოქსის წარმოქმნით. მდგრადია ბენზინის, ზეთების, ორგანული გამხსნელების მიმართ. რეზოლური ფისები გადამუშავებისას ხანგრძლივად ინარჩუნებენ ბლანტდენად მდგომარეობას, რაც საშუალებას იძლევა მისგან დამზადდეს ფენოვანი პლასტიკები. მყარდებიან ჩვეულებრივ ტემპერატურაზე.

ფენოლფოპმალდეჰიდური ფისი გამოიყენება ფენოლპლასტების, წებოების, ლაქსაღებავების, ჰერმეტიკების წარმოებაში და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები