ჰერმეტიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰერმეტიკი – პოლიმერული კომპოზიტია, რომელიც გამოიყენება ლითონის კონსტრუქციების ჭანჭიკური და მოქლონური შეერთებების, შენობების პანელურ გარე კედლებს შორის პირაპირების ტენშეუღწევადობის უზრუნველსაყოფად და ა.შ. ჰერმეტიკი (პასტა, საგოზავი ან ხსნარი) შპატელის, ფუნჯის, შპრიცის დახმარებით, მორწყვის მეთოდით და მისთ. უშუალოდ დაიტანება კონსტრუქციის ელემენტებზე, შეერთების ნაკერზე. ჰერმეტიკი ფართოდ გამოიყენება მშენებლობაში, საავიაციო, საავტომობილო, გემთმშენებელ მრეწველობასა და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები