ფაჰლავან ქაჩალე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფაჰლავან ქაჩალე – სპარსული თოჯინების თეატრის სახეობა. აღმოცენდა მე-14 საუკუნეში. პეტრუშკას ტიპის თითებზე წამოცმული თოჯინები მოძრაობაში მოჰყავდა კარავში მჯდომ მეთოჯინეს. იგი პირში ჩადგმული საწრიპინოთი ლაპარაკობდა. თეატრის მფლობელი კარავთან იდგა და ხან დიალოგში მონაწილეობდა, ხანაც – მოქმედებაში. „ფაჰლავან ქაჩალის“ წარმოდგენები გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით და უხამსობით.

„ფაჰლავან ქაჩალის“ წარმოდგენები დღესაც იმართება და ჰყავს უამრავი მაყურებელი.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები