ფაქტორიალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფაქტორიალი (ინგლ. factor – „თანამამრავლი“) – მთელ არაუარყოფით რიცხვთა სიმრავლეზე განსაზღვრული ფუნქცია, რომლის მნიშვნელობა უდრის ნატურალური რიცხვების ნამრავლს ერთიდან რომელიმე მოცემულ ნატურალურ n რიცხვამდე. ფაქტორიალი ასე აღინიშნება: n!=1∙2∙3⋯n= Faqtor003.png განსაზღვრების თანახმად, 0!=1. n-ის დიდი მნიშვნელობისათვის ფაქტორიალის მიახლოებით გამოსახულებას ვღებულობთ სტირლინგის ფორმულით: n!=√2πn (n/e)n eθ/12n, 0<θ<1.

ტერმინი factorielle შემოიღო არბოგასტმა (1800). აღნიშვნა n! პირველად გვხვდება კრამპთან (1808). ამ აღნიშვნასთან ერთად XIX ს-ში იხმარება სხვა მრავალიც, უფრო ხშირად Π(n) ან Πn (გაუსი, იაკობი, ვებერი) და ln – ინგლისური მათემატიკურ ლიტერატურაში. 1916 წ-ს ლონდონის მათემატიკური საზოგადოების საბჭოს რეკომენდაციით მიიღეს აღნიშვნა n! (ამასთანავე, წამოაყენეს წინადადება ასე წაიკითხონ: „n – აღტაცება“).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები