ფასტრახტშპილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფასტრახტშპილი – საკარნავალო (ყველიერის) წარმოდგენის ნაწილი XIV–XV საუკ. ფასტნახტშპილიდან იღებს სათავეს XVI საუკ. ფარსი. ფასტნახტშპილი აგებული იყო პაროდიის, დაცინვის პრინციპზე. პირველ ხანებში იგი ყოფითი სცენა იყო, ჩვეულებრივ ანეკდოტური ხასიათისა. XV–XVI საუკ. ფასტნახტშპილი ლიტერატურულად დაამუშავეს, გააფართოეს მისი თემატიკა, დაიწყეს ანტიკური და შვანკების რაინდული ლიტერატურის სიუჟეტების გამოყენება. ყველაზე უფრო საინტერესო ფასტნახტშპილები აღსავსეა ხალისიანი იუმორით, პროტესტით ფეოდალიზმის წინააღმდეგ. ფასტნახტშპილებმა ფეოდალების და ეკლესიის გულისწყრომა გამოიწვიეს. 1599 წელს ნიურნბერგის ხელისუფლებმა აკრძალეს საკარნავალო პროცესიები და მათში შემავალი ფასტნახტშპილებიც.