ფარავნის ქარვასლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფარავნის ქარვასლაქარვასლა შუა საუკუნეების (სავარაუდოდ XII ს.) ქარვასლის ნანგრევები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის აღმოსავლეთით, სოფ. როდიონოვკაში, ორ ძველ ეკლესიას შორის. ნაგებია ნაცრისფერი თლილი ქვითა და აგურით. ქარვასლის სიგრძე 26 მ ყოფილა, კედლის სისქე კი 1.45 მ. სამნავიანი ოთხკუთხა ფორმის ნაგებობა მოიცავდა 15 ოთახს. ნაგები ყოფილა თლილი, ორნამენტიანი ქვებით, ზედ წარწერებით. ნაგებობა შედარებით შენახული სახით არსებობდა 1927 წლამდე. ამჟამად იგი განადგურებულია. დასახელებული 2 ეკლესიიდან ერთერთზე შემორჩენილი იყო ქართული ასომთავრული წარწერა (სავარაუდოდ XII-XIII სს.). ეკლესიის გარშემო საფლავის ქვები კი ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიტაცა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები