უსაფრთხოების ხელშეკრულება 1951

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„უსაფრთხოების ხელშეკრულება“ 1951 – ხელი მოეწერა სანფრანცისკოში 8.IX. დაიდო განუსაზღვრელი ვადით. „უსაფრთხოების ხელშეკრულება“ იყო ერთ-ერთი პირობა საზავო ხელშეკრულების დადებისა. „უსაფრთხოების ხელშეკრულება“ და სან-ფრანცისკოს საზავო ხელშეკრულება ერთდროულალ შევიდა ძალაში 28.IV.1952. „უსაფრთხოების ხელშეკრულებით“ გაფორმდა სამხედრო-პოლიტიკური კაეშირი აშშ-სა და იაპონიას შორის, აშშ-მა მიიღო უფლება განელაგებინა იაპონიის ტერიტორიაზე, ისევე როგორი სამხედრო ოკუპაციის პერიოდში, თავისი შეიარაღებელი ნაწილები და გამოეყენებინა ისინი თავისი შეხედულებისამებრ შორეული აღმოსაელეთის ნებისმიერ რაიონში ოპერაციების ჩასატარებლად, აგრეთეე საკუთრივ იაპონიაში შინააშლილობისას. „უსაფრთხოების ხელშეკრულება“ ართმევდა იაპონიას აშშ-ის წინასწარი თანსმობის გარეშე მესამე სახელმწიფოსათვის სამხედრო ბაზების მიცემის უფლებას. „უსაფრთხოების ხელშეკრულებამ“ ძალა დაკარგა 1960 ახალი ხელშეკრულების დადუბის შემდეგ.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები