ულტრაბგერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ულტრაბგერა – 16-20 კჰც-ზე მაღალი სიხშირის რხევები, რომლებსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. ულტრაბგერა სიმძლავრე რამდენიმე კილოვატს აღწევს. ხშირად გვხვდება ბუნებაში – ახლავს ფოთლების შრიალს, ზღვის მოქცევის ხმაურს, შედის ქარის ხმაურში, მას გამოსცემენ ღამურები, თევზები, მწერები. ულტრაბგერას შეიცავს მანქანის ხმაური. ცხოველთა სამყაროში მისი დახმარებით სრულდება მთელი რიგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები: ღამურების ექოლოკაცია, მწერების სიგნალები და სხვ. ულტრაბგერული რხევა ფართოდ გამოიყენება მრეწველობაში (მყარ და მსხვრევად მასალათა მექანიკური დამუშავება, შედუღება, მოკალვა, ლითონის ზედაპირიდან ჭუჭყისა და ცხიმის მოშორება, შენადნობთა მიღება, რჩილვა, კომპოზიტური მასალების მექანიკური დამუშავება, დეფექტოსკოპია, აირთა ანალიზი, ტექნოლოგიური პროცესების ტექნიკური კონტროლი, გაზომვები და ა.შ.) და მედიცინაში. ზოგჯერ ულტრაბგერის წარმოქმნა თან ახლავს ზოგი მოწყობილობის (რეაქტიული ძრავის, აირტურბინის, მძლავრი პნევმოძრავის და სხვ.) მუშაობას, როგორც თანაური პროცესი. დაბალსიხშირული ულტრაბგერა მაღალსიხშირულ ხმაურთან ერთად კარგად ვრცელდება ჰაერში, მაგრამ სმენადი ბგერითი ტალღებისაგან განსხვავებით მნიშვნელოვნად სუსტდება რხევის წყაროდან დაშორებასთან ერთად და ახასიათებს საჰაერო სივრცეში არათანაბარი ინტენსივობა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები