უკლება მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ უკლება

მიხეილ უკლება − (MIKHEIL UKLEBA), ქართველი დიპლომატი, 2005-2008 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, 2008-2012 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში, 2013-2017 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, 2014-2017 – საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი სუამ-ში.

დაიბადა 15 აპრილი, 1953 წელი, ქ. ბათუმი, საქართველო.

განათლება:
1971-1977 − თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოლოგიის ფაკულტეტი;
1982-1985 − საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის აკადემია, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება:
1985-1989 − საბჭოთა კავშირის სავაჭრო წარმომადგენლობის უფროსი ეკონომისტი, ერაყი, ბაღდადი.
1990-1991 − საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სამმართველოს პირველი მდივანი;
1991-1992 − საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი;
1992-1998 − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
1998-2001 − საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი;
2001-2004 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი;
2004-2005 − საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2012-2013 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი;
2018-დან − საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი

სხვა გამოცდილება:
1994-1998 − ევროკავშირთან თანამშრომლობის კომისიის ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების მოსამზადებელი ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი;
1995-2000 − საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების კომისიის თავმჯდომარე;
1992-1997 − რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროებში ორმხრივი მოლაპარაკებების საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარე;
2004-2005 − საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში სრულფასოვანი ჩართვის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.

ფლობს: რუსულ, ინგლისურ და არაბულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები:
2008 − საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი;
2012 − ბულგარეთის რესპუბლიკის უმაღლესი, პირველი კლასის „სტარა პლანინა“ ორდენი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები