უკავშირო შეერთება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უკავშირო შეერთება – ერთგვარ წევრთა ან რთული წინადადების შემადგენელი ნაწილების შეერთების სახე.

უკავშირო შეერთების დროს, ერთგვარ წევრთა (წინადადებათა) შესაერთებლად არ არის გამოყენებული საგანგებო სიტყვაკავშირი. ამ შემთხვევაში შეერთების მთავარ საშუალებას წარმოადგენს ინტონაცია.

შერწყმულ წინადადებაში უკავშირო შეერთება ქმნის ღია, დაუხშავ კონსტრუქციას.

უკავშიროდ ერთდება, ჩვეულებრივ, სინონიმური მნიშვნელობის სიტყვები, თუმცა ზოგჯერ – ანტონიმების კავშირიანი წყვილეულებიც: „მზე და ჩრდილი, ნათელი და ბნელი, ტკივილი და ამება ერთმანეთში გაება და ჩაეწნა“…

უკავშირო შეერთება რთულ თანწყობილ წინადადებაში, ჩვეულებრივ, ერთდროული მოვლენების ჩამოთვლისას, ანდა მოვლენათა თანამიმდევრობის გადმოსაცემად გამოიყენება. მეტად იშვიათია უკავშირო შეერთება რთულ ქვეწყობილ წინადადებაში. უკავშირო შეერთების დროს, ჩვეულებრივ, მძიმე გამოიყენება.

კ. გაბუნია


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები