უბირთვო ზონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უბირთვო ზონა - ტერიტორია, რომელზეც აკრძალულია ბირთვული იარაღის წარმოება, განთავსება, შენახვა, ტრანზიტი და გამოყენება.
უბირთვო ზონების წარმოშობა ამცირებს ბირთვული იარაღის გავრცელების და კონფლიქტის შესაძლებლობას, აძლიერებს მასში შემავალი ქვეყნების, რეგიონების ეროვნულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას.
უბირთვო ზონა იქმნება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ან ცალკეული სახელმწიფოს (სახელმწიფოთა ჯგუფის) მიერ საკუთარი ტერიტორიის უბირთვო ზონად გამოცხადებით. ამ იდეის პირველი ხორცშესხმა იყო 1959 წლის ანტარქტიდის საერთაშორისო ხელშეკრულება.