უარყოფითად განსაზღვრული კვადრატული ფორმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უარყოფითად განსაზღვრული კვადრატული ფორმა – ნამდვილ კვადრატულ ფორმას

f (x1,x2,...,xn ) =Uaryofitad001.pngaij xi xj

ეწოდება უარყოფითად განსაზღვრული კვადრატული ფორმა, თუ f (x1,x2,...,xn )<0 ცვლადთა ნებისმიერი x1,x2,...,xn მნიშვნელობებისათვის, რომელთა შორისაც, თუნდაც ერთი მაინც განსხვავდება ნულისაგან.


მტკიცდება შემდეგი მნიშვნელოვანი თეორემები:

1. თუ კვადრატული ფორმა არის უარყოფითად განსაზღვრული კვადრატული ფორმა, მაშინ უარყოფითად განსაზღვრულია მისი ეკვივალენტური ყოველი ფორმა.

2 თუ n ცვლადის კვადრატული ფორმა არის უარყოფითად განსაზღვრული კვადრატული ფორმა, მაშინ n-ის ლუწი მნიშვნელობისათვის მისი მატრიცის დეტერმინანტი დადებითია, ხოლო n-ის კენტი მნიშვნელობისათვის – უარყოფითი.

3. n ცვლადის უარყოფითად განსაზღვრული კვადრატული ფორმის ნორმალური სახე შეიცავს n უარყოფით კვადრატს.

4 ნამდვილი კვადრატული ფორმა არის უარყოფითად განსაზღვრული კვადრატული ფორმა მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა მისი მატრიცის ყველა მთავარი მინორი კენტი რიგისა – დადებითი, ხოლო ლუწი რიგისა – უარყოფითია.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები