ტულალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტულალი – ინდური ხალხურ-თეატრალური ცეკვა, სანახაობა. ტულალი გაჩნდა XIX საუკუნის დასაწყისში. ესაა საკმაოდ მარტივი ცეკვა; მოცეკვავე, რომელიც სწრაფი ტემპით მოძრაობს წინ და უკან, დროდადრო ნახტომებს აკეთებს და თან სატირულ კუპლეტებს ასრულებს, მიმართულს უსამართლობის, ქურუმების, ფეოდალებისა და მემამულეების წინააღმდეგ.