ტრიქოსტრონგილიდოზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტრიქოსტრონგილიდოზები – (trichostrongylidoses; აღმძვრელის ოჯახის დასახელება Trichostrongylidae + ბერძნ. oses დაავადებები), ცხოველების ჰელმინთოზების კომპლექსი. მათი აღმძვრელები მიეკუთვნებიან Trichostrongylidae-ს ოჯახს. პარაზიტობენ კუჭსა და წვრილ ნაწლავებში. განსაკუთრებული სავეტერინარო მნიშვნელობა აქვთ მცოხნელთა ტრიქოსტრონგილიდებს. გავრცელებულია ყველგან.
სიმპტომები: მადის დაქვეითება, ფაღარათი, მეტეორიზმი, სისხლნაკლებობა, ჰიდრემია, ზოგჯერ – კრუნჩხვები, ჭვლები, დამბლა (ჰემონქოზისა და ნემატოდიროზის შემთხვევაში).