ტოქსოპლაზმოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტოქსოპლაზმოზი – (toxoplasmosis; ბერძნ. აღმძვრელის გვარის დასახელება Toxoplasma + ბერძნ. osis დაავადება), ინვაზიური დაავადება, რომელსაც იწვევს უჯრედშიდა პარაზიტი Toxoplasma gondii.

ტოქსოპლაზმოზისათვის დამახასიათებელია სხვადასხვა სისტემისა თუ ორგანოს დაზიანება. დაავადება გავრცელებულია ყველგან. ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმში იგი გამოხატული კლინიკური ნიშნებით ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზი ვითარდება ნაყოფის ტრანსპლაცენტარული დაინვაზიების შედეგად. მისთვის დამახასიათებელია ცენტრალური ნერვული სისტემის უპირატესი დაზიანება და სიმახინჯეები. შეძენილი ტოქსოპლაზმოზი უპირატესად ალიმენტარული გზით დაინვაზიებისას ვითარდება და ვლინდება ნერვული და ლიმფური სისტემების, თვალების, ჩონჩხის კუნთების, მიოკარდისა და ა.შ. დაზიანებებით.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები