ტონგა
ტონგა (Tonga - ტონგას სამეფო), სახელმწიფო წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პოლინეზიაში, ტონგის კუნძულებზე (მეგობრობის კუნძულები).
ფართობი - 748 კმ2.
მოსახლეობა - 119,0 ათ. კაცი (2012).
ოფიციალური ენები – ტონგა და ინგლისური.
დედაქალაქი - ქ. ნუკუალოფა.
ადმინისტრაციულად იყოფა 5 მხარედ. შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში. კონსტიტუციური მონარქია. სახელმწიფოს მეთაურია მეფე. საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი საკანონმდებლო ასამბლეა, აღმასრულებელი - მეფე და მთავრობა. დამოუკიდებლობა მოიპოვა 1970 წელს.
ტონგა სუსტად განვითარებული აგრარული ქვეყანაა.
მთავარი საექსპორტო კულტურებია: ქოქოსის კაკალი, ბანანი.
საზღვაო პორტი და საერთაშორისო აეროპორტი: ნუკუალოფა, ნეიაფუ, ოჰონუა.
შეიარაღებული ძალები არ გააჩნია. სამეფო გვარდია და სამეფო საზღვაო ქვეითები - 115 კაცი (2012).