ტოლერი ერნსტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ერნსტ ტოლერი

ერნსტ ტოლერი − (გერმ. Ernst Toller, 1893-1939), გერმანელი მწერალი, დრამატურგი. მისი პირველი პიესა „გარდასახვა“ შექმნილია ექსპრესიონიზმის პრინციპებზე. მასში გმირის გაბედული ანტისაომარი პროტესტი გახვეულია მისტიკის საბურველში. ასეთივე მძაფრი და განყენებულია მისი მომდევნო პიესა „კაცი-მასა“. ისტორიულ დრამაში „მანქანების მნგრეველები“ ნაჩვენებია ინგლისურ ფაბრიკაში მუშების სტიქიური აჯანყება. პესიმისტურია პიესა „გერმანელი ხეიბარი“ ომში დაინვალიდებული ცენტრალური გმირი თავს იკლავს. კომედია „განთავისუფლებული ვოტანი“ ფარსის ფორმით გადმოსცემს ფაშიზმის სიმახინჯეს. პიესაში „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“, რევოლუციაში მონაწილე გმირი კარგავს მომავლის იმედს და თავს იკლავს. ასევე ანტისაომარ თემას ეძღვნება პიესა „ჩავაქროთ კოცონი“. როგორც ესთეტიკური პრინციპების, ისე მსოფლმხედველობის თვალსაზრისით, ტოლერი ექსპრესიონისტული დრამის ყველაზე მკაფიო წარმომადგენელია.





წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები