ტოგო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ტოგოს რესპუბლიკა-დან)
ტოგო - (Togo - ტოგოს რესპუბლიკა), სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. ქვეყანას სამხრეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანის გვინეის ყურე.
ფართობი - 56,6 ათ. კმ2.
მოსახლეობა –6,7 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ფრანგული.
დედაქალაქი - ქ. ლომე.
ადმინისტრაციულად იყოფა 5 მხარედ.
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული კრება (ერთპალატიანი პარლამენტი).
დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1960 წელს.
ტოგო აგრარული ქვეყანაა. მთავარი საექსპორტო კულტურებია: კაკაო, ყავა, ზეთის პალმა.
საზღვაო პორტებია: ლომე, ანეხო.
საერთაშორისო აეროპორტი - ლომე.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 8,5 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 8,1 ათ., სამხედრო-საჰაერო 0,2 ათ. და სამხედრო-საზღვაო 0,2 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.