ტიროგლიფოიდები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტიროგლიფოიდები – (Tyrogliphoidea; ბერძნ. tyros ყველი + glyphein ამოტეხვა + eidos მსგავსი, გარეგნობა), სარკოპტიფორმული ტკიპების ზეოჯახი; მიეკუთვნება Acariformesის რაზმს. ტიროგლიფოიდები – პურის ან ბეღლის ტკიპები, რომელთა მიერ დაზიანებული საკვების ცხოველებისათვის მიცემისას შესაძლოა დაავადებათა განვითარება.