ტენიიდოზები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტენიიდოზები – (taeniidoses; ლათ. taenia ლენტი + ბერძნ. oses დაავადებები), ჰელმინთოზები. მათი აღმძვრელები – ზრდასრული ცესტოდები Taeniidae-ს ოჯახიდან, პარაზიტობენ ადამიანისა და ხორცისმჭამელების წვრილ ნაწლავებში. გავრცელებულია ყველგან. ხორცისმჭამელების ჰელმინთებია – Multiceps multiceps, Echinococcus granulosus, Taenia hydatigena, T.ovis, T.pisiformis, Alveococcus multilocularis და სხვ.

სიმპტომები: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციის მოშლა, ჭვლისებრი მოვლენები, ფაღარათი, რომელიც ყაბზობით იცვლება, მადის დაქვეითება ან გაუმაძღრობა, სიგამხდრე, მოუსვენრობა, კრუნჩხვები, ლორწოვანი გარსების ანემია.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები