ტაქტიკური საავიაციო სარდლობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტაქტიკური საავიაციო სარდლობა - რამდენიმე სახელმწიფოს სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის გაერთიანება. ჩვეულებრივ, მოიცავს ტაქტიკური ავიაციის ფორმირებებს, სპეციალური და ლოგისტიკის უზრუნველყოფის შენაერთებს და ნაწილებს. განკუთვნილია ჯარებთან და ფლოტის ძალებთან ერთობლივი საბრძოლო მოქმედებების წარმოებისათვის.