ტალავარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტალავარი

ტალავარი - აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში მამაკაცისა და ქალის სამოსელის მთლიანი კომპლექტი.

ქართულ მეტყველებაში ჩაცმულობის აღმნიშვნელად გამოიყენებოდა ტერმინები:

  • „სამოსელი“,
  • „ტან-ფეხი“,
  • „ტანსამოსი“,
  • „ტანსაცმელი“,
  • „ჩასაცმელი“,
  • „ჩასაცვამ-დასახური“,
  • „ტანთი“,
  • „ტალავარი“ (მოხეურში - „ტარავალი“).


ტერმინი „ტალავარი“ ლექსიკონებითა და ლიტერატურული ძეგლებით ხშირ შემთხვევაში „საძნე-ჩარდახისა“ და „საჩრდილობელი თავსაფრის“ მნიშვნელობითაა ახსნილი (სულხან-საბა, ნ. ჩუბინაშვილი). ივ. ჯავახიშვილი იმერეთში ხეივნის მნიშვნელობით ნახმარ ამ სიტყვას ნასესხებად მიიჩნევს. მ. ანდრონიკაშვილი კი მის წარმომავლობას პართულ სამყაროსთან აკავშირებს, სადაც იგი დარბაზსა და სასახლეს აღნიშნავს. აქედან გამომდინარე, ეს ტერმინი განიმარტება, როგორც ადამიანის საჩრდილობელ-საფარველი, რადგანაც სპეციალურ ლიტერატურაში სამოსელისა და არქიტექტურის საერთო საწყისებია აღიარებული, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აქედან მომდინარეობს სამოსელის ზოგად სახელწოდებად „სხეულის სახლის“ ან „მოძრავი საცხოვრებელის“ დასახელებაც.

ამ კვალის მატარებელი უნდა იყოს სვანეთში სამოსელის აღსანიშნავად გამოყენებული ტერმინი „ლერექუ“, რომელიც თავის მხრივ ქართულში არსებულ სა-რ-ქუ-ელ-თან ჩანს დაკავშირებული. საინტერესოა ტალავარის საწყისი ნაწილის „ტალას“ მნიშვნელობაც. ეს ტერმინი X ს. არაბი მოგზაურის მოსუდის მიხედვით, ჩერქეზეთში დამზადებული სელის ქსოვილის აღმნიშვნელია. აქედან ივარაუდება ტალა-ტილო-ტოლის კავშირიც. „ტალა“ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მცხოვრები ხალხის მიერ მოხმარებული მუქი ფერის ტანსაცმლის გამომხატველიც იყო.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები