ტაგრუცი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაგრუცი

ტაგრუცი (გვადრუცი, გუადრუცი) - ყუთი, კოლოფი, საფლავის ქვა. საბას განმარტებით, გუადრუცი არის ფიცრის კოლოფი, „დიდი გინა მცირე“, ხოლო მეორე მნიშვნელობით - „მაღლა ნაგები საფლავი“. ხალხურ მეტყველებაში იგი აღნიშნავს - ყუთს, კიდობანს, სადაც ქალები ინახავდნენ სამკაულებსა და ხელსაქმის იარაღებს.

ეს სიტყვა სახარებაში ყულაბის მნიშვნელობითაც იხმარება: იუდას ჰქონდა შენახული პირველ ქრისტიანთა საერთო თანხა; „გუადრუცი იგი მას აქუნდა და შთასადებელი იგი მას ჰკიდავნ“ (იოვ. 12:6). ქრისტიანობის განმტკიცების შემდგომ ასეთი ყუთები განსაკუთრებულად დაიხვეწა და ისინი იქცა ძვირფასი რელიკვიების დასაცავ ჭურჭელად. მაგ., გოლგოთაზე მიკვლეულ ქრისტეს ჯვრის ნაწილებს დედოფალმა ელენემ შეუქმნა „გუადრუცი ვერცხლისა და შთადვა იგი“. შემდეგ გუადრუცი იქნა გამოყენებული წმინდა ნაწილების დასაცავ ჭურჭელად და იგი გახდა სინონიმი ლარნაკისა. გიორგი მთაწმინდელმა ექვთიმეს წმინდა ნაწილები „მშვენიერ გუადრუცში“ ჩაასვენა და ატარებდა მას ხალხის სანახავად. მოგვიანებით, ტერმინმა ტაგრუცი შეიძინა საფლავის ლოდების მნიშვნელობა, რადგან ასეთი ლოდები მიმსგავსებული იყო ტაგრუცისებრ ყუთებს. ამას ითვალისწინებს საბას განმარტება, როცა ტაგრუცს ნაგებ მაღლა საფლავად წარმოგვიდგენს.



ლიტერატურა

ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები