სხირტლაძე გიორგი
გიორგი სხირტლაძე — (დ. 9 ნოემბერი, 1932, მთისკალთა, ონის რეიონი — გ. 25 მარტი, 2008, თბილისი). ქართველი სპორტსმენი, თვისუფალი სტილის მოჭიდავე (79 კგ). 1956 წლის მელბურნის XVI ოლიმპიური თამაშები მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, 1960 წლის რომის XVII ოლიმპიური თამაშებში - ვერცხლის. მსოფლიოს ჩემპიონი (1959) და ვერცხლის პრიზიორი (1957), საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი (1954, 57, 60) და სამგზის მეორე (1953, 55, 58) პრიზიორი, სსრკ-ის I სპარტაკიადის ჩემპიონი (1956) და II სპარტაკიადის (1959) ბრინჯაოს პრიზიორი. მსოფლიო თასის (1958) ვერცხლის მედალოსანი, სტუდენტთა მსოფლიო თამაშების (1954) ჩემპიონი). სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი.
სარჩევი |
1956 წლის ოლიმპიური თამაშები
79 კგ,15 მონაწილე
1. ნიკოლა სტანჩევი (ბულგარეთი)
2. დანიელ ჰოჯი (აშშ)
3. გიორგი სხირტლაძე (სსრკ)
I წრე ქულებით (0:3) წააგო ნიკოლა სტანჩევთან (ბულგარეთი); II წრე წმინდად (2,15) დაამარცხა ნიკოლას არკალეი (ფილიპინები); III წრე წმინდად (4,10) მოუგო ჰერმანუს ვან ზილს (სამხრეთ აფრიკის კავშირი); IV წრე
წმინდად (7,40) დაამარცხა იოჰან შტერი (გერმანიის გაერთიანებული გუნდი); V წრე ქულებით (2:1) სძლია ისმეთ ათლის (თურქეთი); VI წრე წმინდად (11,00) დამარცხდა დანიელ ჰოჯთან (აშშ).
1960 წლის ოლიმპიური თამაშები
19 მონაწილე
1. ჰასან გუნგორი (თურქეთი)
2. გიორგი სხირტლაძე (სსრკ)
3. ჰანს ანტონსონი (შვედეთი)
I წრე წმინდად დაამარცხა (1,23) მოჰამედ ასიფ ხოკანი (ავღანეთი); II წრე სუფთად (9,22) მოუგო გეორგ უტცს (გერმანიის გაერთიანებული გუნდი); III წრე ქულებით წააგო ედვარდ დევიტთან (აშშ); IV წრე ქულებით სძლია მადჰო სინგჰს (ინდოეთი); V წრე ფრე ჰანს ანტონსონთან (შვედეთი) შეხვედრაში.