სცენური ცეკვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სცენური ცეკვა — ცეკვის ერთ-ერთი ძირითადი სახეობა (ხალხურ, ყოფით და სამეჯლისო ცეკვებთან ერთად). აღმოცენდა ხალხური ცეკვებისაგან საცეკვაო ხელოვნების, როგორც სანახაობის, პროფესიონალიზაციის პროცესში.

ევროპაში სცენური ცეკვის განვითარება იწყება ანტიკურობიდან, მას შემდეგ, როცა ძველ საბერძნეთში ხელოვნების სახეებში მსახიობის სპეციალიზაციისას გამოიყო პანტომიმისტები და მოცეკვავეები (IV—II ს.ები ჩვენს წ. აღ-მდე). ძველ რომში II-I ს.-დან ახალი წ. აღ-ის I ს.-მდე ხდებოდა ელინური ცეკვების ათვისება, მოგვიანებით ისინი განვითარდნენ პანტომიმებში (II —V ს.-ები ახალი წ. აღ.-ით). ვროპული სცენური ცეკვების ადრინდელ ფორმებს განეკუთვნება შუასაუკუნეების მსახიობთა — ჟონგლიორების, შპილმანების, გისტრიონების და სხვათა ცეკვები. შემდეგში ხდება ცეკვების თანდათანობითი თეატრალიზაცია; სიუჟეტური ხაზის განვითარებამ გაართულა მოცეკვავეთა სცენური ამოცანები, მოითხოვა ტანსაცმელის შემოღება.

XVI—XVII ს.-ების მიჯნაზე აღმოცენდა სცენური ცეკვის ახალი ფორმა — ფიგურული (გამომსახველი) ცეკვა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელწოდება ჰქონდა: იტალიაში — „ბალო ფიგურატო“, საფრანგეთში — „ბალე“, ესპანეთში — „ბაილე“. XVII ს.-დან მოკიდებული, საცეკვაო სპექტაკლების წარმოშობის კვალდაკვალ ხდება სცენური ცეკვის ფორმირება, რთულდება მისი ტექნიკა. XVII ს.-ის დასასრულიდან ჩამოყალიბდა სცენური ცეკვის თანამედროვე ფორმები: კლასიკური ცეკვა — ევროპული თეატრალური ცეკვის ძირითადი სისტემა, და სახასიათო ცეკვა, რომლის დანიშნულება რამდენჯერმე შეიცვალა.


XX ს.-ში ევროპასა და აშშ-ში აღმოცენდა სცენური ცეკვის ახალი ფორმები, ე. წ. „ცეკვა მოდერნი“, რომელიც შეიცავს თავისუფალი, პლასტიკური, რიტმული, რიტმულ-პლასტიკური და სხვა ცეკვების სხვადასხვა სახეობას.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები