სუპრანაციონალური მმართველობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუპრანაციონალური მმართველობა – ევროპული ინეგრაციის და მმართველობის თეორია.

სუპრანაციონალური მმართველობის ავტორების (სენდჰოლცი და სტოუნ სვიტი) განცხადებით, ეს მიდგომა ნეოფუნქციონალიზმიდან წარმოიშვა. თუმცა, იგი კარლ დოიჩის ტრანსაქციონალიზმსა და ევროკავშირისადმი ახალი ინსტიტუციონალიზმის თეორიებსაც ეფუძვნება.

სუპრანაციონალური მმართველობის ნაწილი არის არგუმენტი, რომ თუ ევროკავშირი განხილულ უნდა იქნას, როგორ საერთაშორისო რეჟიმი (რასაც მორავჩიკი ამტკიცებს), მაშინ იგი გაანალიზებულ უნდა იქნეს არა როგორც ერთიანი რეჟიმი, არამედ პოლიტიკის სხვადასხვა სფეროებში არსებული რეჟიმთა სერიები. აქედან გამომდინარე, თეორიის ავტორები სუპრანაციონალიზმის იმ სხვადასხვა დონეების ახსნას შეეცადნენ, რომლებიც აღნიშნულ სფეროებში მოქმედებდა. მათი მიდგომაში გამოყოფას იმსახურებს სამი მთავარი ელემენტი: ტრანსნაციონალური საზოგადოების განვითარება, ინტეგრირებული დღის წესრიგის განვითარებაში არსებითი ავტონომიური უნარის მქონე სუპრანაციონალური ორგანიზაციების როლი, და ფოკუსი ევროპული წესების შექმნაზე, რომელიც ე.წ. „საერთაშორისო პოლიტიკური ექსტერნალიების“ (international policy externalities) გადაჭრისკენ არის მიმართულია. საერთაშორისო პოლიტიკური ექსტერნალიებით ავტორები გულისხმობდნენ ერთ ქვეყანაში კონკრეტული პოლიტიკის წარმოების გამო მეორე ქვეყანაში გამოწვეულ გაუთვალისწინებელ ეფექტებს (მაგალითად, ერთ ქვეყანაში ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვით მეორე, მეზობელი ქვეყნის ჰაერის დაბინძურება).

დოიჩზე დაფუძვნებით, სტოუნ სვიტი და სენდჰოლცი თვლიდნენ, რომ ეროვნულ საზღვრებს შორის ტრანსაქციები მუდმივად იზრდებოდა, რასაც თან ახლდა შესაბამისი აქტორების სუპრანაციონალური საზოგადოების ჩამოყალიბება. ეს აქტორები მხარს დაუჭერდნენ თავიანთი ურთიერთქმედების მოსაწესრიგებელი კანონების სუპრანაციონალურ დონეზე შექმნა/დარეგულირებას იმიტომ, რომ ეროვნულ დონეზე დაფუძვნებული კანონები იქნებოდა ხელისშემშლელი და არაეფექტური (მაგალითად, თუ კომპანიები თავიანთ საქმიანობას ეროვნული საზღვრების მიღმა განახორციელებდნენ, მაშინ მათ მოუწევდათ თითოეული წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობისადმი დამორჩილება, რაც დამატებით ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული).

სუპრანაციონალურ დონეზე კანონების მიღება გამოიწვე ვდა სექტორის „ევროპეიზაციას“ – ანუ სექტორის რეგულირება მოხდებოდა ევროკავშირის დონეზე. მას შემდეგ, რაც პოლიტიკის სფეროს ევროპეიზაციის პირველი ნაბიჯები გადაიდგმებოდა, სტოუნ სვიტისა და სენდჰოლზის აზრით, სუპრანაციონალუ– რი რეჟიმის კონსოლიდაცია აუცილებლად გაგრძელდებოდა დამატებითი ევროპული კანონების წარმოებით. ახალი ევროპული კანონმდებლობის ჩარჩოებში მომუშავე აქტორები დაიწყებდნენ გადაწყვეტილებების ახსნა-განმარტების ძიებას ადმინისტრატორებისა და სასამართლოებისგან. ეს ახსნა-განმარტებები არა მხოლოდ კანონდებლობის უფრო დაზუსტებულ განმარტებას დაადგენდნენ, არამედ ასევე გამოიწვევდნენ კანონების მოდიფიკაციას. შესაბამისად, აქტორების წინაშე იქნებოდა შეზღუდვების ახალი, უფრო ვიწრო და უფრო ზუსტი წყება, ვიდრე წინა ვარიანტები და ისინი იძულებული იქნებოდნენ, თავისი საქციელით, ქმედებებით შეგუებოდნენ, მორგებოდნენ განახლებულ, არსებულ მდგომარეობას. წესები რაც უფრო ზუსტი გახდებოდა, მით უფრო დაცილდებოდნენ იმ საწყის, ორიგინალურ მიზნებსა და განზრახვებს, რაც წევრ ქვეყნებს გააჩნდათ. ამავე დროს, წესების სრულყოფასთან ერთად, მათი ნებისმიერი მიმართულებით მოდიფიკაცია უფრო რთული გახდებოდა. ეს პროცესი იმეორებდა იმ განვითარებას, რასაც ისტორიული ინსტიტუციონალისტები „წარსულზე დამოკიდებულებას“ (path dependency) უწოდებდნენ (სხვა სიტყვებით, იგი ნიშნავს, რომ არსებობს წარსულში მიღებული ან ტრადიციული გადაწყვეტილებების გაგრძელების ტენდენცია მაშინაც კი, როდესაც შეიძლება უკეთესი ალტერნატივები არსებობდეს. იგი, ასევე, ხსნის, თუ როგორც არის შეზღუდული, ლიმიტირებული კონკრეტული პიროვნება მოცემულ შემთხვევაში და მოცემულ პირობებში გადაწყვეტილებების ვარიანტებში იმ გადაწყვეტილებებით, რაც მან წარსულში მიიღო იმ შემთხვევაშიც კი, თუ წარსულის პირობები უკვე აღარ არის რელევანტური).

წყარო

ევროკვშირის ინსტიტუტები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები