სუნ-ძი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სუნ-უ-დან)
სუნ-ძი - სუნ-უ - ძვ.წ. VI–V საუკუნეების ჩინელი მხედართმთავარი და სამხედრო თეორეტიკოსი. ავტორი ტრაქტატისა სამხედრო ხელოვნების შესახებ, რომელშიც გადმოცემულია მისი შეხედულებები სტრატეგიასა და ტაქტიკაზე; ასევე ნაჩვენებია კავშირი ომსა და პოლიტიკას შორის და განსაზღვრულია გამარჯვების უმნიშვნელოვანესი ფაქტორები.