სულით ტირილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სულით ტირილი –- ხევს. მიცვალებულის დატირების სახე. დატირების პროცესში, მიცვალებულის სული, ხალხის რწმენით, გადადის დამტირებელი ქალის გვამში და ხალხს უცხადებს თავის სურვილებს. სულით ტირილს უფრო ხშირად მიმართავდნენ უგზო-უკვალოდ დაკარგულთა დატირებისას იგი ფუნქციით მკითხაობას ჰგავდა, შესრულების ფორმით კი ხმით ტირილს. სრულდებოდა მიცვალებულის ცხედართან ახ მის მოსაგონარ სამგლოვიარო დღეებში, დატირების დროს.

დ. გოგოჭური


ლიტერატურა

ქს. სიხარულიძე, ხევსურეთში სამეც. მივლ. მოკლე ანგარიში, „ლიტ. ძ.5, 111, 1946, გვ. 249.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები