სუბკორტიკული და კორტიკული დემენცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა სუბკორტიკული დემენცია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუბკორტიკული და კორტიკული დემენცია - სავარაუდო ნეიროანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, განასხვავებენ კორტიკულ და სუბკორტიკულ დემენციას (Cummings, 1990), თუმცა, კლინიკური და პათოლოგიური ნიშნების მიხედვით ასეთი გამიჯვნა საკმაოდ ბუნდოვანია და მას მხოლოდ აღწერილობითი მნიშვნელობა აქვს (Turner et al., 2002).

ძირითადი მახასიათებლები შეჯამებულია ცხრილში სუბკორტიკული და კორტიკული დემენციის ნიშნები, ხოლო ამ მდგომარეობების მაგალითები ჩამოთვლილია ცხრილში კორტიკული, სუბკორტიკული და შერეული დემენციის გამომწვევი მიზეზები

ტერმინი „სუბკორტიკული დემენცია”, აღნიშნავს ისეთ მდგომარეობას, რომლისთვისაც დამახასიათებელია აზროვნების შენელება, კომპლექსური, თანმიმდევრული, ინტელექტუალური ამოცანების გადაწყვეტის პრობლემები, ემოციური გასადავება და პიროვნული დაქვეითება; ხოლო მეტყველების, დათვლისა და დასწავლის უნარები შედარებით შენახულია. ამის საპირისპიროდ, კორტიკული დემენციის დროს, მაგ., ალცჰაიმერის დემენციის შემთხვევაში, აღინიშნება მეხსიერების, სახელდებისა და მხედველობით-სივრცითი პროცესების დისფუნქცია.

კორტიკული და სუბკორტიკული დემენციის ნიშნები

სუბკორტიკული სუბკორტიკული
მეხსიერების დაქვეითება ზომიერი გამოხატული, ადრეულ ეტაპზე
მათემატიკური უნარები შენახულია გაუარესებულია ადრეული ეტაპიდანვე
პიროვნული თვისებები აპათიური, ინერტული განურჩეველი
გუნებ-განწყობა გასადავებული, დეპრესიული ნორმალური
კოორდინაცია დარღვეული ნორმალური
კოგნიტური და მოტორული აქტივობა შენელებული ნორმალური
ანომალიური მოძრაობები დამახასიათებელია ტრემორი ან ქორეაფორმული მოძრაობები იშვიათია

კორტიკული, სუბკორტიკული და შერეული დემენციის გამომწვევი მიზეზები

კორტიკული, სუბკორტიკული და შერეული დემენციის გამომწვევი მიზეზები
კორტიკული
სუბკორტიკული
შერეული

წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები