სტახიევი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსანდრე სტახიევი – (1724-91). რუსი დიპლომატი.

1745-48 მუშაობდა თურქეთში რუსულ მისიაში, 1748-75 – შვედეთში, თავდაპირველად როგორც დიპლომატიური აგენტი. შემდეგ როგორც მისიის მრჩეველი, 1764-დან კი როგორც რეზიდენტი. 1775-81 – რუსეთის დესპანი თურქეთში, იბრძოდა პორტას მიერ 1774 ქუჩუკ-კინარჯის საზავო ხელშეკრულების პირობების შესრულებისათვის. 1779 თურქეთთან ხელი მოაწერა აინაღი-ქავაქის კონვენციას, რომლითაც დასტურდებოდა ყირიმის დამოუკიდებლობა თურქეთისაგან. კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების შემდეგ დიპლომატიურ საქმიანობას ჩამოსცილდა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები