რეზიდენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეზიდენტი (ლათ. residens, ფრ. residant – ადგილზე დარჩენილი)

  1. შუა საუკუნეებში – კონკრეტულ ქვეყანაში მყოფი დიპლომატიური წარმომადგენელი;
  2. პროტექტორატში კოლონიური სახელმწიფოს წარმომადგენელი
  3. ერთი ქვეყნის დაზვერვის არალეგალური წარმომადგენელი მეორე სახელმწიფოში, რომელიც აგენტურული ქსელის მუშაობას წარმართავს.
  4. პირი, რომელიც გადის რეზიდენტურის კურსს ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში.
  5. რეზიდენტი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია ან ხანგრძლივად (1 წელზე მეტ ხანს) ცხოვრობს მოცემულ ქვეყანაში. რეზიდენტზე სრულად ვრცელდება ქვეყანაში არსებული საგადასახადო და საკანონმდებლო რეჟიმი

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი
თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები