სრაფა პიერო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სრაფა პიერო - (1898-1983) (Sraffa Piero) – იტალიური წარმოშობის ბრიტანელი ეკონომისტი. თავისი შემოქმედებით უფრო იხრებოდა კლასიკური მიმდინარეობისაკენ, ვიდრე ნეოკლასიკურისკენ. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ მას ნეორიკარდოელს უწოდებდნენ.

ასეთ შეფასებას კიდევ უფრო ასაბუთებდა სრაფას მიერ რიკარდოს თხზულებათა სრული კრებულის (The Works and Correspondence of David Rikardo(1951-1955) რედაქტირება (1960).

სრაფა იკვლევდა ისეთ პრობლემებს, როგორიცაა კონკურენცია, კაპიტალი და ეკონომიკური ზრდის თეორია, ვიქსელის კრიტერიუმის გავლენა კაპიტალზე, აკრიტიკებდა ფასეულობის ნეოკლასიკურ თეორიასა და ა.შ. მისი ძირითადი ნაშრომებია: „უკუგების კანონი კონკურენტულ პირობებში“ (1926), „საქონლის წარმოება საქონლით“ და სხვ.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები