ვიქსელის კრიტერიუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიქსელის კრიტერიუმი - (Viksel’s criterion), სახელმწიფოს მიერ გამოყენებული საშემოსავლო დაბეგვრის ისეთი სისტემა, რომელიც თანაბარ ზიანს აყენებს ყველა მოქალაქის მატერიალურ კეთილდღეობას;

მსოფლიო პრაქტიკაში კარგად ცნობილი „საგადასახადო ტვირთის განაწილების კრიტერიუმი”, რომელიც შვედი ეკონომისტის კ. ვიქსელის სახელს ატარებს. მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: სახელმწიფო შეძლებულთა შემოსავლებს უფრო მაღალ საგადასახადო განაკვეთს უწესებს, ვიდრე ღარიბებისას. პროგრესული დაბეგვრის ასეთი სკალა, ჯერ ერთი, ხელს უწყობს შემოსავლების სამართლიან გადანაწილებას, ხოლო მეორე, ზრდის საბიუჯეტო შენატანებს. ამრიგად, საზოგადოებრივი კეთილდღეობის ამოცანების გადაჭრაში ბაზრის შეზღუდული შესაძლებლობები წარმოშობს სახელმწიფო საგადასახადო რეგულირების აუცილებლობას შემოსავლების გადანაწილებაში სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები