სოციალისტური რეალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვერა მუხინა. მუშა და კოლმეურნე ქალი, 1937; უჟანგავი ფოლადი, სიმაღლე — 23.8 მ

სოციალისტური რეალიზმი - 1920-იანი წლების შუა ხანებში საბჭოთა შემოქმედნი სულ უფრო მეტად უარყოფდნენ აბსტრაქტულ ხელოვნებას და უფრო უნივერსალურ, უფრო მისაღებ და შესაბამისად, პოლიტიკურად უფრო გამოსადეგ, უკვე ოფიციალურ საბჭოთა ხელოვნებად ჩამოყალიბებულ სოციალისტურ რეალიზმს ირჩევდნენ. მოდერნიზმისა და კონსტრუქტივიზმის პიონერებად აღიარებულმა არა ერთმა რუსმა ხელოვანმა, მათ შორის როდჩენკომ, ნებაყოფლობით შეიცვალა სტილი, რადგან მანამდეც ერთგულებდა ეროვნულ საქმეს. მაგრამ დანარჩენებმა, ვინც უარი თქვა ცვლილებების მიღებაზე, დაკარგეს როგორც სახელმწიფო სამსახურები, ისე საზოგადოებრივი მხარდაჭერა.

სოციალისტურ რეალიზმზე გადასვლის პროცესს რევოლუციური რუსეთის ხელოვანთა ასოციაცია (АХРР — Ассоциация художников революционной России) ედგა სათავეში. ასოციაცია 1922 წელს დაფუძნდა და რუსი მშრომელების, გლეხების, რევოლუციონერი აქტივისტებისა და წითელი არმიის ამსახველი ნაწარმოებების შექმნას ისახავდა მიზნად. ასოციაცია საბჭოთა კავშირის ისტორიის დოკუმენტირებას ცდილობდა, რათა ხელი შეეწყო მისი ლიდერებისა და მათი მიზნების პოპულარიზაციისთვის. ხელოვანებს საზოგადოებრივ სივრცეებში განსათავსებელ ფერწერულ ტილოებსა და ქანდაკებებს და ასევე, მასობრივი გავრცელებისთვის განკუთვნილ პლაკატებს უკვეთავდნენ. შინაარსობრივად ნამუშევრები ასახავდა ჰეროიკულ ადამიანებსა და მოვლენებს, რომლებიც სხვათათვის უნდა ქცეულიყვნენ შთაგონების წყაროდ. სტილურად ეს იოლად აღსაქმელი რეალიზმი იყო.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები