როდჩენკო ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრ როდჩენკო. მუშათა კლუბი, გამოიფინა პარიზში, 1925 წელს, თანამედროვე დეკორატიული და სამრეწველო ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე

ალექსანდრე როდჩენკო - (Aleksandr Rodchenko, 1891-1956), მალევიჩის ადრინდელი ამხანაგი, როდჩენკო, აბსტრაქტული ნახატების შესაქმნელად, სახაზავ ხელსაწყოებს იყენებდა. 1921 წელს მან, როგორც სუპრემატისტმა მხატვარმა, გამოფინა სამი დიდი, სიბრტყობრივი, მონოქრომული, წითელი, ყვითელი და ლურჯი პანელი და მათ უკანასკნელი ნახატი უწოდა (ამჟამად დაკარგულია). ამ გამოფენის შემდეგ, როდჩენკომ უარი თქვა ხატვაზე, როგორც არსებითად ეგოისტურ ქმედებაზე და გაკიცხა თვითგამოხატვა, როგორც სუსტი, არაპროდუქტიული, სოციალურად უპასუხისმგებლო საქმიანობა.

იმავე 1921 წელს, როდჩენკო კონსტრუქტივისტებს დაეხმარა დაფუძნებაში. ეს იყო პოსტ-რევოლუციური თაობის შემოქმედთა ჯგუფი, რომელმაც თავისი მოღვაწეობა არა ინდივიდუალურ თვითგამოხატვას, არამედ სახელმწიფოს საკეთილდღეოდ მიმართულ, ერთობლივ შრომას მიუძღვნა. ისინი საკუთარ თავს მშრომელებს უწოდებდნენ, რომლებიც, სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, „აკონსტრუირებდნენ“ ხელოვნებას ხალხისთვის. 1921 წლის შემდეგ, როდჩენკო ფოტოგრაფად მუშაობდა და ქმნიდა პლაკატებს, წიგნებს და ესკიზებს ქსოვილებისა და თეატრალური დადგმებისთვის, რომლებიც კომუნიზმის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას ემსახურებოდა.

1925 წელს ალექსანდრ როდჩენკო პარიზის თანამედროვე დეკორატიული და სამრეწველო ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის საბჭოთა პავილიონისთვის მუშათა კლუბის მოდელს ქმნის. ამ ნამუშევარში როდჩენკო ხაზს უსვამს როგორც მოხმარების, ისე თავად კონსტრუქციის სიმარტივეს. ის გააზრებულად ქმნის ხის ავეჯს, ვინაიდან საბჭოთა მრეწველობა სწორედ ხის პროდუქციის მასობრივი წარმოებისთვის იყო ყველაზე კარგად აღჭურვილი. სკამების მაღალ, გამართულ საზურგეებს მუშათა ფიზიკური და მორალური სიმტკიცისა და სამართლიანობისთვის უნდა შეეწყო ხელი.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები