სოსლანი ქუვდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოსლანის აკლდამა დიგორში

სოსლანი ქუვდ-ი (ოს. Сосланы куывд – „სოსლანის დღეობა“) – დიგორის ხეობის სოფლების – პირველი ნარისა და მეორე ნარის მოსახლეობის ყოველწლიური დღესასწაული, რომელსაც ივნისის თვეში აღნიშნავდნენ. დღეობა იმართებოდა სოფლებთან ახლომდებარე მაცუთად წოდებულ პუნქტში, სადაც, გადმოცემის თანახმად, დაკრძალული იყო პოპულარული ნართი გმირი – სოსლანი. სადღეობოდ სოსლანის სახელზე მსხვერპლად სწირავდნენ საერთო სახსრებით შეძენილ ცხვარს და ოსური პანთეონის აგრარულ ღვთაებებს კარგ ამინდს, ბარაქიან მოსავალს და საქონლის დაცვა-გამრავლებას შესთხოვდნენ.

ვ. მილერი თვლიდა, რომ აღნიშნულ დღეობასა და ნართული ეპოსის პერსონაჟს – სოსლანს შორის საერთო არაფერი იყო. გვიანდელმა კვლევებმა უჩვენეს, რომ სოსლანის კავშირი „სოლარულ კულტთან ამ დღესასწაულის სახით გადამწყვეტ მტკიცებულებას იძენს“ (ვ. აბაევი).


ლიტერატურა

  • Миллер В. Ф. Осетинские этюды. Владикавказ, 1992;
  • Дюмезиль Ж. Осетинский эпос и мифология. Владикавказ, 2001;
  • Чибиров Л. А. Народный земледельческий календарь осетин. Цхинвали, 1976;
  • Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995;
  • Уарзиати В. С., Чибиров Л. А. Календарная и праздничная обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები