სოლოუ რობერტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Sollow.PNG

სოლოუ რობერტ - (დაიბ. 1924) (Solow Robert) - ამერიკელი ეკონომისტი, ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი (1987) ეკონომიკური ზრდის გაზომვის მეთოდებისა და თეორიის შემუშავებისათვის. რ. სოლოუს ეკონომიკური ზრდის ნეოკლასიკური მოდელი განსხვავდება ჰაროდ-დომარის მოდელისაგან იმით, რომ უშვებს შრომის ჩანაცვლებას კაპიტალით, რაც საშუალებას აძლევს აიცილოს „დანის პირზე ბალანსირების“ პრობლემები და განახორციელოს მყარი ეკონომიკური ზრდის სისტემატური ანალიზი.

სოლოუს მოდელიდან გამომდინარე, დანაზოგი და ინვესტიციები არ წარმოადგენენ ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელ ფაქტორებს. ეს ფაქტორები განსაზღვრავენ ურთიერთდამოკიდებულებას კაპიტალ-სამუშაო ძალასა და მოსახლეობის ერთ სულზე წარმოების მოცულობას შორის, მაგრამ არა წარმოების ზრდის ტემპს. სოლოუმ შემდგომ ნაშრომებში დაასაბუთა, რომ კაპიტალი წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის განმსაზღვრელ ფაქტორს. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბიუჯეტო პოლიტიკის თეორიაში, ქალაქების ეკონომიკის კვლევაში, ბუნებრივი რესურსების გამოყენების პრობლემების შესწავლაში, უმუშევრობისა და სტაბილიზაციის პოლიტიკის თეორიაში.

რ. სოლოუს ნაშრომებიდან აღსანიშნავია: „ეკონომიკური ზრდის თეორიის საკითხისადმი“ (1956), „ტექნიკური პროგრესი და წარწარმოებრივი ფუნქცია“ (1957), „ეკონომიკური ორგანიზაციები და სოციალური სისტემები“ (1967) და სხვ.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები