ბუნებრივი რესურსები
ბუნებრივი რესურსები - (natural resources) ბუნებისგან ნაბოძები, ადამიანისთვის გამოსაყენებლად ხელმისაწვდომი. ამჟამად ხელმისაწვდომობის საზღვარი შეადგენს დაახლოებით 4 მილს (6,5 კმ) დედამიწის ზედაპირზე და 12 მილს (20 კმ) მის სიღრმეში.
ბუნებრივი რესურსები იყოფა: ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი; აღდგენადი და არააღდგენადი; შეცვლადი და შეუცვლადი; განახლებადი და არაგანახლებადი.
ბუნებრივი რესურსების შემადგენლობაშია: სასარგებლო წიაღისეული, ენერგიის წყაროები, ნიადაგები, წყლის ნაკადები და წყლის აუზები, მინერალები, ტყეები, ველური მცენარეულობა, ხმე- ლეთისა და აკვატორიების ცხოველთა სამყარო, კულტურული მცენარეულობის გენოფონდი, შინაური ცხოველები, ატრაქციული ლანდშაფტები, გამაჯანსაღებელი ზონები.
წყარო
თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი გარემოს პრობლემების ტერმინოლოგიური ცნობარი-ლექსიკონი