სკარონი პოლ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პოლ სკარონი − (ფრანგ. Paul Scarron, 1610-1660), ფრანგი მწერალი, პოეტი, დრამატურგი. დაწერა კომედიები „ჟოდლე ანუ პატრონი-მსახური“, „სასაცილო მემკვიდრე“, „სამი დოროთეა ანუ პატივაყრილი ჟოდლე“, „დონ იაფეტ სომეხი“, რომლებშიც გამოიყენა სიუჟეტების პაროდირების ბურლესკური ხერხები. ფართოდ იყენებდა, აგრეთვე, ფარსის ტრადიციებს.