სირინგოფილუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სირინგოფილუსი – (Syringophilus; ბერძნ. syrings ფუტლარი + philos მეგობარი), ფრინველის მქავანას (მღერი) აღმძვრელი ტკიპების გვარი.

Syringophilus bipectinatus (ლათ. bipectinatus ორმაგსავარცხლისებრი) – ფრინველის ბუმბულის მქავანას (syringophilosis) აღმძვრელი, რომელსაც თათებზე სავარცხლისებრი მისაწოვრები აქვს. გავრცელებულია ყველგან, განსაკუთრებით სამხრეთის ქვეყნებში. ავადდება ქათამი და ქათმისებრთა ოჯახის ფრინველი.

სიმპტომები: ბუმბულის მტვრევა და ცვენა, კანის გაწითლება და ქავილი. ფრინველი დაზიანებულ ადგილს იკორტნის.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები