სიმულტანური დეკორაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიმულტანური დეკორაცია — (ლათ. simul – ერთდროული), სპექტაკლის დეკორაციული გაფორმების სახეობა, როდესაც სცენაზე ერთდროულად განთავსებულია დრამატული მოქმედებისათვის საჭირო ყველა დეკორაციული დანადგარი.

სიმულტანური დეკორაცია აღმოცენდა შუა საუკუნეების საეკლესიო თეატრში. პირველად გამოყენებულ იქნა ლიტურგიკულ დრამაში, შემდგომ კი მირაკლისა და მისტერიის წარმოდგენებშიც. ეპიზოდების სიმრავლის გამო, ადგილმდებარეობის ცვლის მოსანიშნად, საჭირო გახდა პატარ-პატარა სახლების (ფანჩატურების) აშენება. თითოეული მათგანი სიმბოლურად გამოსახავდა ტაძარს, სასახლეს, სახლს, ციხეს (და ა.შ.). ამაღლებულ ადგილას განთავსებული ფანჩატური, ნოხებით და ყვავილებით მორთული, გამოსახავდა სამოთხეს, გველეშაპის თავი კი, დაღებული ხახით – ჯოჯოხეთს. მსახიობის გადასვლა ერთი ფანჩატურიდან მეორეში, მიანიშნებდა მოქმედების ადგილის შეცვლას. სიმულტანური დეკორაციის პრინციპი გვიანობამდე შემორჩა და დავიწყებას მიეცა მხოლოდ სცენური ტექნიკის განვითარების შემდგომ.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები