სიმდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სიმდი — (ოს. Симд). ოსური ხალხური ცეკვა. მუსიკალური ზომა 4/4, 2/4. ტემპი — ნელი. ცეკვის ხასიათი ნარნარი, თავშეკავებულია. სიმდი სრულდება გარმონის თანხლებით (უკრავს წრის ცენტრში მდგარი ქალი), ზოგჯერ კი — სატირული შაირების თანხლებით (ასე მაგ., სიმდი-ჩელენა - ცეკვა სატირაა).