სეპარატიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სეპარატიზმი (ფრანგული separatisme - გამოყოფა, განცალკევება), მოძრაობა სახელმწიფოს ნაწილის გამოყოფის ან ახალი სახელმწიფოს შექმნის მიზნით. ჩვეულებრივ, გამოხატავს ადგილობრივი პოლიტიკური ელიტის და ვიწრო სოციალურ-პოლიტიკური დაჯგუფებების ინტერესებს. არცთუ იშვიათად ხდება მისი გარედან ინსპირირება მოცემული სახელმწიფოსადმი მტრული ძალების მიერ, რაც იწვევს შეიარაღებულ კონფლიქტებს.