საჰაერო ტრანსპორტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საჰაერო ტრანსპორტიტრანსპორტის სახე ტვირთების მისაწოდებლად დიდი ტვირთამწეობის თვითმფრინავებით რთულად მისადგომ რაიონებში. გამოიყენება შვეულმფრენები და დირიჟაბლები. თანამედროვე შვეულმფრენების ტვირთამწეობა 40 ტ-ს აღწევს, ხოლო დირიჟაბლებით შესაძლებელია ერთჯერადად ასობით ტონა ტვირთის გადატანა. ძირითადად გამოიყენება კავშირგაბმულობის სამხედრო დანიშნულების ობიექტების ასაგებად მაღალმთიან ადგილებში; მაგ., ანტენების, ანძების, კოშკების, რადიორეფლექტორების, სამშენებლო კონსტრუქციების, საცხოვრებელი კონტეინერებისა და მისთანთა დამონტაჟება.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები