საჰაერო სროლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საჰაერო სროლა – სროლა საფრენი აპარატებიდან, რომელიც წარმოებს საავიაციო ქვემეხებიდან, ტყვიამფრქვევებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და უმართავი რაკეტების გამშვები დანადგარებიდან. ასევე – საფრენ აპარატში მყოფი პირადი შემადგენლობის ცეცხლსასროლი იარაღიდან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიზნების გასანადგურებლად. საჰაერო სროლისას იმ იარაღიდან, რომელიც უძრავად არის დამაგრებული, დამიზნება ხდება საფრენი აპარატის მანევრით.