საჰაერო იერიში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
საჰაერო იერიში – ეს არის თავბრუდამხვევი თავდასხმა მოწინააღმდეგის ობიექტზე ჰაერიდან (ჰაერში) დაზიანების საავიაციო საშუალებების გამოყენებით. იგი წარმოადგენს საავიაციო დარტყმის და საჰაერო ბრძოლის მთავარ ელემენტს. ასრულებენ საბრძოლო თვითმფრინავები (გამანადგურებელ-ბომბდამშენები, მოიერიშეები, ბომბდამშენები, გამანადგურებლები), აგრეთვე საბრძოლო შვეულმფრენები.