სახინკლე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სახინკლე - ოვალური ფორმის ტარიანი დაფა, რომელზედაც დააწყობდნენ ხინკალს და მიართმევდნენ სტუმარს. ამ ნივთით ხდებოდა აგრეთვე სარიტუალო დღესასწაულებზე მიცვალებულთა სულებისათვის „ხინკლის დადგმა“. სახინკლე შემკული იყო სხვადასხვა სახის ასტრალური გამოსახულებებით, რაც მთიელთა რწმენა–წარმოდგენების გამოძახილია.