სახელმწიფო გერბი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სახელმწიფო გერბი – სახელმწიფოს ოფიციალური ემბლემა; კონსტიტუციით ან სპეციალური კანონით დადგენილი ამოსაცნობ-სამართლებრივი ნიშანი, რომელიც პირობითი ფორმით გამოხატავს სახელმწიფოს ეროვნულ, ეკონომიკურ, ისტორიულ და სხვა თავისებურებებს. სახელმწიფო გერბი სახელმწიფოს სუვერენიტეტის სიმბოლოა. მას განათავსებენ სახელმწიფო ბლანკებზე, ბეჭდებზე, მოქალაქეების პასპორტებზე, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ოფიციალურ რეზიდენციებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, სასაზღვრო პუნქტებში და ფულის ნიშნებზე, დროშებზე, ალმებზე, სამხედრო მოსამსახურეების განმასხვავებელ ნიშნებზე, ორდენებზე, მედლებზე და სხვა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი