სახანძრო კიბე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სახანძრო კიბე

სახანძრო კიბე − შენობაზე გარე მხრიდან მიმაგრებული შვეული ან მარშებიანი (ქანობით არაუმეტეს 6:1) ლითონის კიბე, რომლის დანიშნულებაა ხანძრის პირობებში მოახდინოს ადამიანების ევაკუაცია სახურავიდან (სართულებიდან) ან დაეხმაროს მეხანძრეთა ბრიგადის წევრებს სახურავზე (სართულებზე) ასვლაში. ადამიანთა საევაკუაციოდ განკუთვნილი კიბის მარშის (მათ შორის კიბის უჯრედებში) სიგანე უნდა იყოს არანაკლებ: 1,35 მ I კლასის შენობებისათვის; 1,2 მ – შენობებში, რომლის ნებისმიერ სართულზე, გარდა პირველისა, იმყოფება 200-ზე მეტი ადამიანი; 0,7 მ – ცალკეული სამუშაო ადგილებისკენ მიმავალი კიბისათვის; 0,9 მ – ყველა დანარჩენ შემთხვევებში. საევაკუაციო გზებზე კიბეების ქანობი უნდა იყოს არაუმეტეს 1:1, საფეხურების სიღრმე – არანაკლებ 25 სმ, ხოლო სიმაღლე არაუმეტეს 22 სმ. სახანძრო კიბეები აუცილებელია მოეწყოს პერიმეტრის ყოველ 200 მ-ში. დასაშვებია არ მოეწყოს: შენობის მთავარ ფასადზე, იმ შემთხვევაში, თუ შენობის სიგანე 150 მ-ზე ნაკლებია და ფასადის სანაპირო მხარეს არის ხანძარსაწინაღმდეგო წყალსადენის ქსელი; ერთსართულიანი შენობის სახურავზე, თუ მისი ფართობი ნაკლებია 100 კვ.მ-ზე.






წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები